რამდენიმე თვის წინ გიორგი მიქაუტაძის Whatsapp-ზე ინგლისური ნომერის ზარი დაფიქსირდა: "გამარჯობა ჟორჟ, მე ვენსან კომპანი ვარ"
ბარნლის ბელგიელ მწვრთნელს და ქართველ ფორვარდს შორის კომუნიკაცია ფრანგულ ენაზე შედგა. ინგლისური კლუბის მწვრთნელმა მიქაუტაძეს უამბო, რომ ბარნლის და მეცს შორის სატრანსფერო მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და კომპანის მიქაუტაძის ხილვა ინგლისურ კლუბში ძალიან სურდა.
ბარნლი გიორგი მიქაუტაძეში 3.5 მილიონს იხდიდა, მეცი 5 მილიონს ითხოვდა. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა.