მიქაუტაძის “ბარნლიში” გადასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა » სპორტის ხაზი

მიქაუტაძის “ბარნლიში” გადასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა

მიქაუტაძის “ბარნლიში” გადასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა
29-12-2022, 10:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ინგლისური გამოცემა Footballnews24 იტყობინება, იტალიურ "ჯენოას" ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დამატება სურს:

"ჯენოას თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერება ძალიან სურს. კლუბი ფრანგული "მეცის" მოთამაში, გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა. ქართველი მოთამაშე საფრანგეთის ლიგა 2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მიქაუტაძეს "მეცთან"კონტრაქტი 2026 წელს ეწურება" - წერია წყაროში.

სათქმელია ის ფაქტიც, რომ ვინსენტ კომპანის "ბარნლიმ" მიქაუტაძის შეძენაზე ხელი ჩაიქნია. ინგლისელებს ფრანგული კლუბის მიერ დასახელებული თანხა, 5 მილიონი ევრო ზედმეტი ეჩვენებათ.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ ჟორჟი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. 22 წლის ქართველმა შემტევმა 14 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი