"ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ სერია C-ში ყოფნისას გვესაუბრებოდა" - ნაპოლის ყოფილი მეკარე დე ლაურენტისზე » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ სერია C-ში ყოფნისას გვესაუბრებოდა" - ნაპოლის ყოფილი მეკარე დე ლაურენტისზე

"ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ სერია C-ში ყოფნისას გვესაუბრებოდა" - ნაპოლის ყოფილი მეკარე დე ლაურენტისზე
9-04-2023, 18:14
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, მატეო ჯანელომ აურელიო დე ლაურენტისთან დაკავშირებით ძველი ისტორია გაიხსენა.

ჯანელოს ნაპოლიში თამაში მაშინ უწევდა, როდესაც კლუბი ჯერ კიდევ სერია C-ში თამაშობდა, მატეო კი აურელიოზე იმას იხსენებს, რომ ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის შესახებ მესამე დივიზიონში ყოფნისასვე ესაუბრებოდა:

"დე ლაურენტისი განსხვავებული და გიჟური ხედვებით ყოველთვის გამოირჩეოდა. არასდროს დავივიწყებ იმ წლებს, როდესაც სერია C-ში ვთამაშობდით, დე ლაურენტისი კი ჩემპიონთა ლიგაში თამაშისა და კონკურენტუნარიანობის შესახებ გვესაუბრებოდა."

"ნაპოლის ახლაც ვგულშემატკივრობ და მათი წარმატება ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, რომ სანუკვარ ოცნებამდე მივლენ."
- თქვა კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი