"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი მსოფლიოში საუკეთესოა" - ლეო ოსტიგორი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი მსოფლიოში საუკეთესოა" - ლეო ოსტიგორი

"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი მსოფლიოში საუკეთესოა" - ლეო ოსტიგორი
6-04-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და ნორვეგიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლეო ოსტიგორმა მილანთან მძიმე მარცხი შეაფასა:

"ჩვენთვის წაგება აუტანელი რამაა, თუმცა უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომელიც ლეჩესთან გველის. აუცილებელია, რომ მათი დამარცხება შევძლოთ, რათა წარმატებულ სვლას დავუბრუნდეთ. გვესმის და ვიაზრებთ, რომ მილანთან ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის, თუმცა იქამდე ლეჩეს უნდა მოვუგოთ."

გარდა ამისა, ოსიტოგრმა კვარასა და ოსიმენის დუეტის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენი უმთავრესი სურვილი ისაა, რომ სკუდეტო მოვიგოთ და ქალაქს სიხარული მივანიჭოთ. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა, საოცრად გამოიყურებიან ჩვენი შემტევები. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესო დუეტს ქმნიან. თქვენ ამ ყველაფერს მატჩებზე ხედავთ, ჩვენ კი ყოველ ვარჯიშზე. გარდა კვარასა და ოსიმენისა, ასევე გამოსარჩევია ლობოტკა და დი ლორენცოც, რომლებიც ძალიან მაგარ სეზონს ატარებენ." - თქვა ნორვეგიელმა მცველმა

შეგახსენებთ, რომ ლეჩესა და ნაპოლის ხვალინდელი დაპირისპირება 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.