საქართველომ და ნორვეგიამ ევრო 2024-ის შესარჩევში ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
სტუმართა მხრიდან თავის გამოჩენა სორლოტმა, ხოლო ჩვენი გუნდიდან გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, ლეო ოსტიგორმა გააკეთა, გთავაზობთ მას:
"მე და ხვიჩა ნაპოლიში ერთბაშად მივედით და მიხარია, რომ მისი მსგავსი თანაგუნდელი მყავს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საოცარი ფეხბურთელი იქნება."
"კვარას წინააღმდეგ თამაში? - ამაზე აქამდე არაერთხელ გვისაუბრია და ვიცოდით, რომ ერთმანეთის პირისპირ თამაშიც მოგვიწევდა. ეს კარგი გამოცდილება იყო, რადგან ერთმანეთის შესაძლებლობები დავინახეთ." - ლეო ოსტიგორი
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.