როგორც იცით, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ლეო ოსტიგორი თამაშობს.
აღნიშნული მატჩის წინ, ნორვეგიელმა მცველმა კვარასა და ოსიმენის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:
"რა თქმა უნდა, მაშინ როცა კლუბში დიდი პრაქტიკა არ გაქვს, ნაკრებში მთავარი მწვრთნელისთვის პირველი არჩევანი ვერ იქნები, თუმცა მერწმუნეთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გვერდით პერმანენტული ვარჯიში თამაშის ტოლფასია."
შეგახსენებთ, რომ საქართველო ნორვეგიამდე მონღოლეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, ეს მატჩი ზეგ გაიმართება.