მორიგი მსურველი - რომელ პორტუგალიურ კლუბს სურს მამარდა » სპორტის ხაზი

მორიგი მსურველი - რომელ პორტუგალიურ კლუბს სურს მამარდა

მორიგი მსურველი - რომელ პორტუგალიურ კლუბს სურს მამარდა
5-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური “ვალენსიას” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირება უკვე არაერთ კლუბს სურს. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მადრიდის “ატლეტიკო.” გუშინ კი შევიტყვეთ, რომ ქართველი მეკარე ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესებშიცაა.

ამ დროისთვის ახალი ცნობებიც ვრცელდება. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ლუკა ბენდონი იტყობინება მამარდა კიდევ ერთ გუნდს, ამჟამად პორტუგალიურ გრანდს, “პორტოს” სურს. გუნდის ხელმძღვანელობა გიორგის აქტიურად აკვირდება და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამს.

Todofichajes-ის თქმით, “ვალენსია” 22 წლის მეკარის გაშვების წინააღმდეგი არ არის, ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი