"ამდენი ხარვეზის მიუხედავად, მაინც ასე რატომ ხდება?", - Biletebi.ge-ს მიმართვა ფედერაციას » სპორტის ხაზი

"ამდენი ხარვეზის მიუხედავად, მაინც ასე რატომ ხდება?", - Biletebi.ge-ს მიმართვა ფედერაციას

"ამდენი ხარვეზის მიუხედავად, მაინც ასე რატომ ხდება?", - Biletebi.ge-ს მიმართვა ფედერაციას
4-04-2023, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საჯაროდ მიმართავს.

"ღია წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

მრავალი გულშემატკივარი გამოთქვამს წუხილს ნაკრების ბილეთების გაყიდვის ხარვეზებთან და სტადიონზე დაშვების მართვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, მიგვეღო მონაწილეობა თქვენს მიერ საბილეთო კომპანიის შერჩევაში, ჩვენ დღემდე არ მოგვეცა საშუალება წარგვედგინა ჩვენი პირობები.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველა საშუალება მიგვეღო ინფორმაცია პირდაპირი კომუნიკაციით, იძულებული ვართ მოგმართოთ საჯაროდ, კითხვით: რატომ ხდება, მრავალი ხარვეზის მიუხედავად, წლიდან წლამდე, ერთი და იგივე საბილეთო კომპანიასთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება ყოველგავარი კონკურსის გარეშე?

ჩვენი აზრით, ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული შეარჩიოს კომპანია, რომელიც შესთავაზებს საუკეთესო პირობებს და სერვისს. ამის მაგივრად, თქვენი ჩინოვნიკების მიერ ხდება ბაზარზე ერთ ერთი ძლიერი და გამოცდილი მოთამაშის ხელოვნური დაბლოკვა
", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი