საქართველოსა და მაკედონიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდვის დაწყებიდან 24 საათზე ნაკლებში რეალიზდა.
ბილეთების გაყიდვის დღეს უდიდესი რიგი იდგა, როგორც სალაროებთან, ისე ონლაინ tkt.ge-ზე. რიგში ონლაინ პლატფორმაზე 10000-ობით ადამიანი იდგა.
1 საათის წინ ფესბუქ ჯგუფში სამარცხვინო პოსტი დაიდო. ფეიქ მომხმარებელი, ჯგუფ "ბილეთების შავი ბაზარი"-ში ძალიან ბევრი ბილეთის ფოტოს აქვეყნებს, შემდეგი სათაურით: "იყიდება ბილეთები საქართველო-მაკედონია -📞 დარეკეთ 557567372
საბურთალო დები იშხნელების ქუჩა ფასი 100 ლარი."