იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: "კვარაცხელია? ის მარადონას საერთოდ არ ჰგავს" » სპორტის ხაზი

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: "კვარაცხელია? ის მარადონას საერთოდ არ ჰგავს"

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: "კვარაცხელია? ის მარადონას საერთოდ არ ჰგავს"
17-09-2022, 22:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჩირო ფერერამ მილანსა და ნაპოლის შორის მოახლოებულ მატჩზე Lega Serie A-თან ისაუბრა. ინტერვიუს დროს იტალიელის სასაუბრო თემა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო.

"ჰგავს თუ არა კვარა მარადონას? - არა, მას მარადონას ნუ ადარებთ. ხვიჩამ გამაოცა. მისი თამაშით აღვფრთოვანდი, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს. ორივე ფეხით ასევე იდეალურად თამაშობს, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა" - განაცხადა ჩირომ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურის ცენტრალური დაპირისპირება მილანსა და ნაპოლის შორის ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი