"ხვიჩას მაისური ამიტომ გავუცვალე" - რაფაელ ლეაო მიზეზს გვიმხელს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას მაისური ამიტომ გავუცვალე" - რაფაელ ლეაო მიზეზს გვიმხელს

"ხვიჩას მაისური ამიტომ გავუცვალე" - რაფაელ ლეაო მიზეზს გვიმხელს
3-04-2023, 01:41
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე მილანს უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

როგორც იცით, მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიასთან რაფაელ ლეაო გამოჩნდა, რომელმაც ქართველს მაისურების გაცვლა შესთავაზა.

რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში პორტუგალიელი ვარსკვლავის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც ლეაოს განზრახვის მიზეზს ვიგებთ:

"ხვიჩას მაისურის გაცვლა ვთხოვე, რადგან მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ სათამაშო სტილით ერთმანეთს ვგავართ." - თქვა ლეაომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.