მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებით ციხეში იმყოფება. როგორც გამოცემა Sportbox-ი წერს, “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე სიგარეტის განაწილების საქმეშიც ჩაერთო და საკანში ამის სანაცვლოდ ავტოგრაფებს არიგებს.
როგორც ზემოთაღნიშნული წყარო წერს, პატიმრები კატალონიური კლუბის მაისურზე დანი ალვეშს ხელს აწერინებენ, რომლის სანაცვლოდაც ბრაზილიელი სიგარეტს იღებს. ყოველივე აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ დანი ალვეშის სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდეს.