როგორც იცით, ბრაზილიის ნაკრების, ბარსელონასა და იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს.
თავდაპირველად, ალვეშის კომენტარები მხოლოდ თავის მართლებასა და ბრალდების აბსურდულობას შეეხებოდა, ახლა კი დანიმ იმაზეც ისაუბრა, რომ საერთოდ არაფრის არ ეშინია:
"სახლი როდესაც დავტოვე, მაშინ ჯერ მხოლოდ 15 წლის ვიყავი. ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი სირთული გამოვიარე და ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნება, შიშს საერთოდ არაფრის მიმართ არ ვგრძნობ." - მოჰყავს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვები ესპანურ Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი დანი ალვეშს ღამის კლუბის ტერიტორიაზე გაუპატიურებას ედავება, თავად ფეხბურთელი კი დღემდე ამბობს, რომ იძულებით არაფერი მომხდარა.