როგორც ესპანური Marca წერს, ბარსელონასა და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, დანი ალვეში კატალონიის პოლიციამ ადგილობრივ სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით გადაიყვანა.
ადგილობრივი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანი ალვეშს პატიმრობა შეეფარდოს.
როგორც წყაროდან ვიგებთ, აღნიშნული შემთხვევა გასული წლის 30 დეკემბერს კატალონიაში მოხდა, როდესაც დანი ალვეშმა ღამის კლუბში ერთ-ერთ გოგონას უნებართვოდ ხელი უხერხულ ადგილას ჩაუყო, გოგონამ კი ჯერ კლუბის დაცვას, შემდეგ კი ადგილობრივ პოლიციას მიმართა.
"კლუბში ნამდვილად ვიმყოფებოდი, მაგრამ ბრალდება სრული სიცრუეა. მე არასდროს დამირღვევია ადამიანების პირადი სივრცე, ეს ყველაფერი ჩემი და ჩემი ოჯახის შეუარცხყოფაა." - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.