"ერთი ერთზე თამაშისას მსოფლიოს საუკეთესო კვარაცხელიაა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ერთი ერთზე თამაშისას მსოფლიოს საუკეთესო კვარაცხელიაა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"ერთი ერთზე თამაშისას მსოფლიოს საუკეთესო კვარაცხელიაა" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
31-03-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა და პაოკის ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ომარ ელ კადურიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი ერთზე თამაშისას მსოფლიოში საუკეთესოა:

"მასში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ყოველთვის ძალიან მონდომებულია, ეს კი წარმატებული ფეხბურთელის ნამდვილი ფუნდამენტია. ხვიჩა კვარაცხელია ტექნიკურად კარგად განსწავლულია, თუმცა ყველაზე მეტად მისი ერთი ერთზე თამაში მომწონს, ამაში კონკურენტი არავინ ჰყავს."

"ჩემი აზრით, ჩვენ ხვიჩას მაქსიმუმი ჯერ არ გვინახავს. ის ძალიან ახალგაზრდაა და განვითარება ისევ შეუძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლიში კვარა ხანგრძლივი დროით დარჩება და გუნდს ტიტულებს მოუტანს. ცხადია, პირველ რიგში, თასის აღმართვას გუნდის კარგი თამაში განაპირობებს, თუმცა ოსიმენი და კვარაცხელია ნაპოლიში ამინდს რეალურად ცვლიან, ისინი ყველასგან გამორჩეულები არიან."
- თქვა მაროკოელმა ფეხბურთელმა

ცნობისთვის, აღნიშნული კომენტარის ავტორი ნაპოლიში 2012/2013 წლების სეზონში გამოჩნდა, იტალიის სერია A კი 2017 წელს ემპოლის შემადგენლობიდან დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი