საქმეში პსჟ ერთვება | ნაპოლის კიმის შესაცვლელად რუსი ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს? » სპორტის ხაზი

საქმეში პსჟ ერთვება | ნაპოლის კიმის შესაცვლელად რუსი ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს?

საქმეში პსჟ ერთვება | ნაპოლის კიმის შესაცვლელად რუსი ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს?
31-03-2023, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

Sport24-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი სერიოზულად განიხილავს ნაპოლის აზიელი მცველის, კიმ მინ-ჯეს ზაფხულში გადაბირებას, მისი დანაკლისის შესავსებად კი ნაპოლი ცსკა-ს ფეხბურთელს, იგორ დივეევს აკვირდება.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ პარიზული კლუბი დაცვის პერსპექტივებით კმაყოფილი არაა და მისთვის სრულფასოვანი სახის მისანიჭებლად სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ფრანგებისთვის შესანიშნავ ვარიანტს წარმოადგენს. გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ პსჟ სარფიანი შეთავაზების გაკეთებაზე ყოყმანს არ აპირებს.

თავის მხრივ, ნაპოლისთვის კიმის ორმაგად ან სამმაგად გაყიდვა ბიზნესის წარმატებულად წარმართვას ნიშნავს, რაზეც (როგორც Sport24) წერს აურელიო დე ლაურენტისი თანხმობას აცხადებს. მისთვის მთავარი ისაა, რომ ამ სეზონში ნაპოლიმ 1 ან 2 ტიტული მოიგოს, შემდეგ კი სარფიანი შემოთავაზებების განხილვას დაიწყებს.

თავად იგორ დივეევი ცსკა-ში 2018 წლიდან თამაშობს, მანამდე კი უფაში გამოდიოდა. 23 წლის ფეხბურთელს რუსეთის ნაკრებში 2020 წლიდან იძახებენ, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 6 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი