როგორც იცით, ევრო 2024-ის შესარჩევის მატჩი, რომელშიც საქართველომ ნორვეგიას უმასპინძლა ფრედ, 1:1 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმზიდველობას უშუალოდ ციფრების მეშვეობით ადასტურებს.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, გუშინდელი მატჩის პარალელურად, კვარას შესახებ ერთ საათში 100-110 პოსტი ქვეყნდებოდა, რაც ნორმალური მაჩვენებელია იმის თაობაზე, რომ ქართველ ტალანტს ნორვეგიისთვის გოლი არ გაუტანია.
საგულისხმოა, რომ თუ კვარას ნაპოლიში გოლი გააქვს, მის შესახებ პოსტების რაოდენობა 1 წუთში 500-ს აღწევს, 5 წუთში კი ორმაგდება! ალბათ, მსგავსი მინიმალისტური სტატისტიკური კვლევაც კი ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტალანტის შესახებ მსოფლიოს ყურადღება სულ უფრო და უფრო იზრდება..
ცნობისთვის, მსგავსი სტატისტიკით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და პრემიერ ლიგაში გატანილი გოლები გამოირჩევა.