"სწორედ ამიტომ არ ვათამაშე ჩაკვეტაძე", - ვილი სანიოლის კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ არ ვათამაშე ჩაკვეტაძე", - ვილი სანიოლის კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ

"სწორედ ამიტომ არ ვათამაშე ჩაკვეტაძე", - ვილი სანიოლის კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ
28-03-2023, 23:34
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღნიშნული შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძეს არ მიუღია, რაზეც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა:

"გიორგი ჩაკვეტაძე რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა ის ჯერ კიდევ კონდინციების აღდგენის პროცესშია.

ამ თამაშმა ნათლად დაგვანახა, რომ თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი და შრომატევადი თამაშია - შემტევებს ბურთის დაკარვისას უკან დახევა მუდამ უწევთ, როგორც ამას ხვიჩა აკეთებს, ჩაკვეტაძე კი ჯერჯერობით არ არის იმ კონდინციაზე, რომ ასეთი დატვირთვით ითამაშოს.

როცა მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს. ნაკრების კარი ღიაა ყველა იმ ფეხბურთელისთვის, ვინც თამაშს იმსახურებს და მჯერა, რომ ჩაკვე აუცილებლად ითამაშებს
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.