"მომავალში საოცარი ფეხბურთელი იქნება" - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"მომავალში საოცარი ფეხბურთელი იქნება" - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მომავალში საოცარი ფეხბურთელი იქნება" - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე
28-03-2023, 23:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველომ და ნორვეგიამ ევრო 2024-ის შესარჩევში ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან თავის გამოჩენა სორლოტმა, ხოლო ჩვენი გუნდიდან გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, ლეო ოსტიგორმა გააკეთა, გთავაზობთ მას:

"მე და ხვიჩა ნაპოლიში ერთბაშად მივედით და მიხარია, რომ მისი მსგავსი თანაგუნდელი მყავს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საოცარი ფეხბურთელი იქნება."

"კვარას წინააღმდეგ თამაში? - ამაზე აქამდე არაერთხელ გვისაუბრია და ვიცოდით, რომ ერთმანეთის პირისპირ თამაშიც მოგვიწევდა. ეს კარგი გამოცდილება იყო, რადგან ერთმანეთის შესაძლებლობები დავინახეთ."
- ლეო ოსტიგორი

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი