"პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგი იყო, თუმცა.." - გურამ კაშიას კომენტარი » სპორტის ხაზი

"პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგი იყო, თუმცა.." - გურამ კაშიას კომენტარი

"პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგი იყო, თუმცა.." - გურამ კაშიას კომენტარი
28-03-2023, 23:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველომ და ნორვეგიამ ევრო 2024-ის შესარჩევში ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან თავის გამოჩენა სორლოტმა, ხოლო ჩვენი გუნდიდან გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"ნაკრებში 100 მატჩი ჩავატარე და ამის გასაკეთებლად ძალიან დიდი გზა გამოვიარე, ბევრი თამაში ვითამაშე და საკმაოდ ბევრი კარგი მოგონება შემომრჩა. იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ათეულ შეხვედრას გავმართავ ეროვნული გუნდის მაისურით."

"ვფიქრობ, ჩვენი თამაშის პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგი იყო, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და ანგარიში გავათანაბრეთ."
- გურამ კაშია

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი