ცნობილი იუთუბერი "ლივერპულის" წარუმატებლობაში იურგენ კლოპს ადანაშაულებს » სპორტის ხაზი

ცნობილი იუთუბერი "ლივერპულის" წარუმატებლობაში იურგენ კლოპს ადანაშაულებს

ცნობილი იუთუბერი "ლივერპულის" წარუმატებლობაში იურგენ კლოპს ადანაშაულებს
1-10-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იუთუბერმა, ჯეიკ პოლმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც იუთუბერს "ლივერპულის" ლანძღვაში ადანაშაულებენ და თქვა, რომ მერსესაიდელთა კრიზისისა და ცუდი სათამაშო ფორმის მთავარი გამომწვევი მიზეზი იურგენ კლოპია.

აღსანიშნავია, რომ ჯეიკ პოლის ცნობადობა იუთუბერობის გარდა, უმეტესად კრივში მონაწილეობამ მოიტანა. აგრეთვე, პოლმა "ლივერპულის" გულშემატკივრობითაც გაითქვა სახელი, თუმცა მისი მხარდაჭერა ქომაგთა უმეტესობისთვის წყევლას უფრო ჰგავს, ვიდრე კლუბის სიყვარულს. საქმე ისაა, რომ პოლმა სეზონის დასაწყისში თქვა: "ლივერპული ამ სეზონში არსენალზე მაღლა დაამთავრებს პრემიერ ლიგას", რაც დღევანდელი გადმოსახედიდან რთულად წარმოსადგენია. სწორედ ამ უცნაური მიზეზის გამო, ბევრი გულშემატკივარი ამერიკელ იუთუბერს დაუპირისპირდა. მათი აზრით, პოლი "ლივერპულის" წყევლაა და რეალობა მისი სიტყვების საპირისპიროდ მოქმედებს, რაზეც ჯეიკმა ცალკე კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის მათი ბრალდებები სასაცილო და არასერიოზულია. მე კლუბის გულშემატკივრად ვრჩები, მიზეზები კი იურგენ კლოპში ეძებეთ".

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ქულები დღესაც დაკარგა. "ლივერპულმა" საშინაო არენაზე "ბრაიტონი" მიიღო და მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. დღევანდელი მონაცემებით, მერსესაიდელები 10 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი