კაზემიროს ემოციური მიმართვა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს » სპორტის ხაზი

კაზემიროს ემოციური მიმართვა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს

კაზემიროს ემოციური მიმართვა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს
1-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი კაზემიროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგება გახლდათ, რასაც ცოტა ჩვენგანი თუ მოელოდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მადრიდის "რეალთან" ერთად 10 წელი გაატარა, უამრავი ტიტული მოიგო და მადრიდული კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ამოტვიფრა.

რამდენიმე დღის წინ, კაზემირომ სოციალური ქსელის მეშვეობით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს მიმართა და თქვა:

"თქვენთან ერთად ის ცხოვრება მივიღე, რაზეც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. იმედი მაქვს, ერთ დღესაც რეალში დავბრუნდები, რადგან ეს ადგილი ჩემი ნამდვილი სახლია. ის, რაც მადრიდის რეალმა მომცა განუსაზღვრელია და ათას სიცოცხლეშიც ვერ შევძლებ, რომ ზუსტად იგივე დავუბრუნო. სამუადამოდ, ჰალა მადრიდ".

შეგახსენებთ, რომ ამ დროის განმავლობაში, ბრაზილიელს "რეალის" მაისურით 31 გოლი და 24 საგოლე პასი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი