ლონდონში ობამეიანგის საქციელით უკმაყოფილონი არიან - გაბონელის მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა » სპორტის ხაზი

ლონდონში ობამეიანგის საქციელით უკმაყოფილონი არიან - გაბონელის მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა

ლონდონში ობამეიანგის საქციელით უკმაყოფილონი არიან - გაბონელის მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა
24-03-2023, 19:05
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსი პიერ-ემერიკ ობამეიანგის საქციელით უკმაყოფილო დარჩა - საქმე იმაშია, რომ 19 მარტს გაბონელი ფორვარდი ყოფილი კლუბის გასახდელს ესტუმრა, სადაც კატალონიის ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა.

ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ბარსელონას ფეხბურთელმა ფერან ტორესმა გამოაქვეყნა, სადაც გარკვევით ჩანს, რომ გასახდელში გუნდთან ერთად გამარჯვებას ლონდონის ჩელსის ფეხბურთლი პიერ-ემერიკ ობამეიანგიც აღნიშნავს.

Diaro Sport-ის მტკიცებით, ამ საქციელის შემდეგ 33 წლის ფორვარდის მომავალი ლონდონის ჩელსიში კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა - ცნობისთვის, ობამეიანგი ბარსელონადან ინგლისურ გუნდში სეზონის სტარტზე გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი