რა შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის სპალეტი? | La Gazzetta dello Sport-ის ვარაუდი » სპორტის ხაზი

რა შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის სპალეტი? | La Gazzetta dello Sport-ის ვარაუდი

რა შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის სპალეტი? | La Gazzetta dello Sport-ის ვარაუდი
26-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ორ ფრონტზე წარმატებით იბრძვის, მათ ერთბაშად როგორც სერია A-ს, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.

ალბათ, ბევრჯერ გინახავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეულ კლუბში რომელიმე მწვრთნელი უნიკალურ წარმატებას აღწევს, შემდეგ კი ახალი თავგადასავლის საძებნელად გუნდის დატოვებას გადაწყვეტს ხოლმე..

სწორედ ამის შესახებ დაწერა იტალიის ცნობილმა სპორტულმა გაზეთმა, La Gazzetta dello Sport-მა, გთავაზობთ მას:

"თუ სპალეტი ნაპოლისთან ერთად სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგას ერთად მოიგებს, მაშინ უდიდესი ალბათობით, ლუჩანო ნეაპოლურ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის სერია A თითქმის განაღდებული აქვს, ისინი შიდა ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ ლაციოს მთელი 19 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნაპოლიმ უნიკალურ შედეგს აქაც მიაღწია და 1/4 ფინალში გავიდა (რაც ამავე კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა), სადაც სპალეტის ბიჭები შიდასატურნირო მეტოქეს, კონკრეტულად კი მილანს დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი