"თუ NBA-ში შანსი გეძლევა, მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გააკეთო" - სანდრო მამუკელაშვილი » სპორტის ხაზი

"თუ NBA-ში შანსი გეძლევა, მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გააკეთო" - სანდრო მამუკელაშვილი

"თუ NBA-ში შანსი გეძლევა, მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გააკეთო" - სანდრო მამუკელაშვილი
22-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო ნიუ ორლეანსს დაუპირისპირდა და შეხვედრა დიდი ანგარიშით, 84:119 დათმო. მიუხედავად ამისა, გამოსარჩევია ქართველი კალათბურთელის თამაში, რომელმაც სპურსის სასტარტოში მეორედ დაიწყო და ამ შემთხვევაში თავი 20 ქულას მოუყარა.

თუ სანდროს წარმატებულ თამაშს გავითვალისწინებთ, მაშინ ლოგიკურს დავარქმევთ იმ ფაქტს, რომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სწორედ მამუკელაშვილი გამოჩნდა, რომელმაც თამაში მოკლედ შეაფასა:

"მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა იოლი არ ყოფილა, რადგან რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვაკლდა, თუმცა, მიუხედავად ამისა წარმატებისთვის ყველაფერი გავიღეთ. ჩვენ ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით და მუდმივად ასე იქნება, რწმენას არ დავკარგავთ."

"NBA უდიდესი კონკურენციის ლიგაა, სადაც თუ შანსი გეძლევა, მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. დღეს სასტარტოში მეორედ დავიწყე და ამის გამო მადლობელი ვარ. ამ მატჩში სრული თავისუფლება მქონდა, მართალია შეცდომებიც დავუშვი, თუმცა ისინი მეტ გამოცდილებას მომცემენ."

"მომდევნო მატჩს მილუოკისთან მოუთმენლად ველი და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებსაც (იანისი, კრისი, ბობი) ანალოგიური გრძნობა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ მომცეს შესაძლებლობა, რომ ელიტური კლასის კალათბურთელების გვერდით მეთამაშა, მე ამას ვაფასებ."
- სანდრო მამუკელაშვილი

ცნობისთვის, სან ანტონიო მილუოკის 23 მარტს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი