"სანდრო ნიჭიერია, მისით აღფრთოვანებული ვარ" - გრეგ პოპოვიჩი მამუს აქებს » სპორტის ხაზი

"სანდრო ნიჭიერია, მისით აღფრთოვანებული ვარ" - გრეგ პოპოვიჩი მამუს აქებს

"სანდრო ნიჭიერია, მისით აღფრთოვანებული ვარ" - გრეგ პოპოვიჩი მამუს აქებს
12-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს მორიგ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ დენვერი 8 ქულით, 128:120 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გრეგ პოპოვიჩმა სანდროს სათამაშოდ 12 წუთი მისცა, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა თავი 11 ქულას, 4 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

ცხადია, სანდროს წარმატებულ თამაშს სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა, რომელმაც მამუსადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აი, რა თქვა მან:

"სანდრო მამუკელაშვილი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მისი თამაში შესამჩნევად კარგია. ჩვენ მოგვწონს მისი ათლეტურობა და გახსნილი გონება, რაც აუცილებლად დაგვეხმარება. სანდრო უმეტესად ევროპული სტილით თამაშობს, ნათელი ჭკუითა და აზროვნებით გამოირჩევა. ამ ბიჭით აღფრთოვანებული ვარ, მან ჩვენი დახმარება შეძლო."

ცნობისთვის, სან ანტონიომ დენვერსთან გამარჯვებით სეზონში მე-17 მოგება მიითვალა, მომდევნო შეხვედრა კი ოკლაჰომასთან 13 მარტსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.