გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მძიმე ბრძოლა გადაიტანა. “დარუშაფაქამ” მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მატჩის პირველი ნახევარი 11 ქულით მოიგო, მაგრამ ქართველი კალათბურთელის გუნდმა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 75:71 დაფიქსირდა. შედეგად “ტენერიფე” ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს.
რაც შეეხება, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრს, გიორგი შერმადინმა მოედანზე 14:05 წუთი გაატარა. ამ დროში მან 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “ტენერიფე” ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.