გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიომატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა. ტენერიფელებმა "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და ანგარიშით 88:64 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინკ კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.
გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვებით "ტენერიფემ" თასზე განთესვა გაინაღდა.