“ოდეგორმა და ჰალანდმა იციან, რომ თავიანთ კლუბებში არ არიან” - ნორვეგიის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

“ოდეგორმა და ჰალანდმა იციან, რომ თავიანთ კლუბებში არ არიან” - ნორვეგიის მწვრთნელი

“ოდეგორმა და ჰალანდმა იციან, რომ თავიანთ კლუბებში არ არიან” - ნორვეგიის მწვრთნელი
21-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი პროცესი დაიწყო, ისევე როგორც ქართველმა ფეხბურთელებმა. სკანდინავიელთა მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

“თავს მოვიტყუებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ესპანეთთან დომინანტები ვიქნებით. ოდეგორი თავის პოზიციაზე იმდენჯერ ვერ მიიღებს ბურთს, რამდენჯერაც არსენალში, ერლინგს არ ექნება იმდენი შანსი, რამდენიც სიტიში ეძლევა.

მნიშვნელოვანია გუნდურობა, რადგან ასეთ შემთხვევაში თამაში უფრო მარტივი იქნება. თავად ოდეგორმა და ჰოლანდმაც იციან, რომ მანჩესტერ სიტიში და არსენალში არ არიან. ორივეს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარტინმა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ერლინგმა კი ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან სლოვენია, სერბეთი და შვედეთი.

ხშირ შემთხვევაში, მეტოქემ იცის მოედნის რომელ ზონაში იდგება მარტინი, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთა ლიგაზე მან მაინც შეძლო კარგად თამაში. ამჯერადაც ამას ველი. რაც შეეხება ჰოლანდს, ის სასიკვდილოდ ეფექტური უნდა იყოს, რადგან ესპანეთთან ბევრი შანსის მიღების იმედი ვერ ექნება” - განაცხადა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

სკანდინავიელები მარტში ჯერ ესპანეთს შემდეგ საქართველოს დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი