"ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით კი ამ ფლანგზე", - სანიოლმა პრობლემატურ პოზიციაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით კი ამ ფლანგზე", - სანიოლმა პრობლემატურ პოზიციაზე ისაუბრა

"ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით კი ამ ფლანგზე", - სანიოლმა პრობლემატურ პოზიციაზე ისაუბრა
20-03-2023, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

მარტის სანაკრებო მატჩებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

არაერთ საინტერესო თემასთან ერთად, 46 წლის სპეციალისტმა პრობლემატურ პოზიციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფ ფეხბურთელებს სამომავლოდ ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ.

"მონღოლეთთან მატჩი ამხანაგურია, თუმცა ნორვეგიასთან მაღალი დონის თამაში გველის და კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება. ვიცით, რომ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე. გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაცია თუ არ შეიცვალა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფ ფეხბურთელებს ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ", - თქვა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი