"ლივერპულმა" კლოპის ჩამნაცვლებელი იპოვა? » სპორტის ხაზი

"ლივერპულმა" კლოპის ჩამნაცვლებელი იპოვა?

"ლივერპულმა" კლოპის ჩამნაცვლებელი იპოვა?
30-09-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუნდმა როგორც შიდა ჩემპიონატი, ასევე "ჩემპიონთა ლიგა" მოიგო. გარდა ამისა, გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდი ნამდვილ მონსტრად აქცია, რომელთანაც დაპირისპირება და გამარჯვება დიდი ხნის განმავლობაში ყველასთვის უსიამოვნო და რთულად შესასრულებელი იყო. მიუხედავად ამისა, წლევანდელ სეზონში მერსესაიდელები საშინლად გამოიყურებიან და შესაძლოა, ბილი ჰოგანმა, "ლივერპულის" პრეზიდენტმა გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოიყვანოს.

საინტერესოა, რომ შოტლანდიური "სელტიკის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კერძოდ პოლ სლეინმა Grosvenor Sport-თან განაცხადა, რომ კლოპის შემცველელი ნაპოვნია და ის ანჟე პოსტეკოგლუა: "ვფიქრობ, როდესაც კლოპი წავა, მის შემცვლელად სწორედ პოსტეკოგლუ მივა, რომელიც, ვფიქრობ, რომ ლივერპულისთვის საკმარისად კარგია", - პოლ სლეინი.

შეგახსენებთ, რომ პოსტეკოგლუმ გასულ სეზონში სელტიკთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, რისი საშუალებითაც გულშემატკივრების თვალში კარგი რეპუტაციის ჩამოყალიბება შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტეკოგლუს ავსტრალიის ნაკრების ასაკობრივი და ძირითადი გუნდიც გაუწვრთნია.

"ლივერპულმა" კლოპის ჩამნაცვლებელი იპოვა?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი