იტალიური ნაპოლის ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური სეზონი აქვს და ცხადია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასზე ტოპ კლუბები ნადირობას გამოაცხადებენ.
ბოლო პერიოდში, უცხოურ მედიაში ხვიჩას სახელს ყველაზე აქტიურად მადრიდის რეალს უკავშირებენ, თუმცა, როგორც ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ირწმუნება, სამეფო კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაუწყია.
მიუხედავად ამისა, ფაბრიციო პოტენციური ტრანსფერის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეტაპისთვის მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, თავად ხვიჩა ბავშვობიდან მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია და ცხადია კარლო ანჩელოტის გუნდში თამაში მისი ოცნების ნაწილია.