"გაზრდილი ხელფასიც ცოტაა, ნებისმიერი ჩემპიონშიპის გუნდი გადაიხდიდა" | MARCA ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"გაზრდილი ხელფასიც ცოტაა, ნებისმიერი ჩემპიონშიპის გუნდი გადაიხდიდა" | MARCA ქართველზე წერს

"გაზრდილი ხელფასიც ცოტაა, ნებისმიერი ჩემპიონშიპის გუნდი გადაიხდიდა" | MARCA ქართველზე წერს
1-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ესპანური გაზეთი MARCA ხვიჩა კვარაცხელიას და მის გაზრდილ ხელფასს გამოეხმაურა:

"ბოლო საათებში კვარასა და მის ანაზღაურებაზე საკმაოდ ბევრი იწერება. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A უსწრაფესი ტემპებით მოაჯადოვა, თუმცა ამის სანაცვლოდ მხოლოდ 1.2 მილიონს უხდიან."

"ნეაპოლში სურთ, რომ ქართველი ფეხბურთელი დიდი ხნით შეინარჩუნონ, რისთვისაც ხელფასის 2.5 მილიონ ევრომდე აყვანას გეგმავენ, თუმცა სინამდვილეში, ამავე ხელფასის გადახდას ნებისმიერი ჩემპიონშიპის გუნდიც კი შეძლებს."


ცხადია, ამ მინიშნებით MARCA იმას გულისხმობს, რომ არსებობს რეალური შანსი ხვიჩას ხელიდან გასხლტომისა, რადგან 2.5 მილიონის გადახდა უამრავი გრანდის შესაძლებლობებში შედის, კვარათი კი არაერთი მათგანია დაინტერესებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი