ანტონინა შევჩენკო: “იანი დვალიშვილს გასაღებს მარტივად უპოვნის” » სპორტის ხაზი

ანტონინა შევჩენკო: “იანი დვალიშვილს გასაღებს მარტივად უპოვნის”

ანტონინა შევჩენკო: “იანი დვალიშვილს გასაღებს მარტივად უპოვნის”
1-03-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლმა, ანტონინა შევჩენკომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ რუსი ამ ბრძოლას მოიგებს.

“UFC-ი პიოტრს ისეთ ბრძოლებს უნიშნავს, რომლებიც ყველასთვის საინტერესო იქნება. იანი შესანიშნავი მებრძოლია. იგი ყველა გამოწვევას იღებს და ხელსაყრელი მეტოქის მოლოდინში არაა.

ვთვლი, რომ პიოტრს მერაბთან რთული დაპირისპირება ელოდება, მაგრამ ის სწორედ ასეთი ჩხუბებისთვისაა შექმნილი. იანი მეტოქეს გასაღებს აუცილებლად უპოვის.”

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება 12 მარტისთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი