დვალიშვილი: “ტატუსაც ხომ ვერ მომაშორებენ” » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: “ტატუსაც ხომ ვერ მომაშორებენ”

დვალიშვილი: “ტატუსაც ხომ ვერ მომაშორებენ”
21-02-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თავის ტატუს გაკეთების მიზეზებზე The Weekly Scrap Media-სთან ისაუბრა.

“საქართველო და აშშ, ორივე ძალიან მიყვარს. ოქტაგონზე გასვლისას ორივე ქვეყნის დროშა გამქონდა და მითხრეს, რომ ეს აღარ გამეკეთებინა. ამის შემდეგ, ყელსაბამი მქონდა საქართველოს რუკითა და დროშით და UFC-ისგან ელექტრონული წერილი მივიღე, რომლითაც შემატყობინეს, რომ ეს ყელსაბამიც აღარ მეტარებინა. MMA იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა და მთავარი მოტივაცია სწორედ ესაა. ზუსტად ამიტომ ვჩხუბობ, განსაკუთრებით ახლა, როცა რუს პიოტრ იანს ვხვდები.

ტატუ უკვე გავიკეთე, ახლა ვეღარაფერს იზამენ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, ლენტი გადამაკრან. UFC-ს ეს იდეა არ მივაწოდოთ, თორემ შეიძლება, მართლა გააკეთონ. ელექტრონული წერილი რომ მივიღო და მითხრან, ტატუ მოიშორეო ამას არ გავაკეთებ. ეს ჩემი პირველი ტატუა. მე ამაყი ჩემი ქვეყნითა და იმით, რომ ქართველი ვარ. რაღაც ცუდისგან რაღაც კარგი გამოვიდა. ახლა ჩემი საქართველო ჩემს გულთან პირდაპირი მნიშვნელობითაც ძალიან ახლოსაა და მთელი ცხოვრება ასე იქნება” - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება 12 მარტისთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი