88 მილიონი ევრო | გიორგი მამარდაშვილი ტოტენჰემს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

88 მილიონი ევრო | გიორგი მამარდაშვილი ტოტენჰემს დაუკავშირეს

88 მილიონი ევრო | გიორგი მამარდაშვილი ტოტენჰემს დაუკავშირეს
26-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ტოტენჰემი 36 წლის უგო ლორისის შემცვლელს ეძებს, ამის შესახებ Msn.com იუწყება. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა მეკარემ უკვე სანაკრებო ასპარეზობაც დაასრულა და ნელ-ნელა კარიერის ბოლოსკენ მიდის.

სწორედ ამიტომ, ინგლისში მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს, ერთ-ერთი ვარიანტი კი საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას პირველი ნომერი, გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ესპანურ კლუბში უდიდეს გამოცდილებას იძენს და სხვადასხვა გამოცემათა ყურადღებასაც იქცევს.

ზემოაღნიშნული წყაროდან ვიგებთ, ტოტენჰემი ასტონ ვილას ფეხბურთელის, ემილიანო მარტინესის კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი საკმაოდ ახალგაზრდაა, წესით ბრიტანელებმა უპირატესობა სწორედ ქართველს უნდა მიანიჭონ და 88 მილიონი ევრო ვალენსიას გადაუხადონ.

Msn.com წერს, რომ ტოტენჰემი საქმიანი შეთავაზებით ვალენსიას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმართავს და შეეცდება, რომ ახალ სეზონს ახალი მეკარით შეხვდეს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი