ოსიმენი: “ვარ თუ არა საუკეთესო? ჰალანდიც შესანიშნავია” » სპორტის ხაზი

ოსიმენი: “ვარ თუ არა საუკეთესო? ჰალანდიც შესანიშნავია”

ოსიმენი: “ვარ თუ არა საუკეთესო? ჰალანდიც შესანიშნავია”
26-02-2023, 00:01
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” სერია A-ს 24-ე ტურში “ემპოლის” 2-0 სძლია. ერთი ბურთი ავტოგოლით გავიდა, მეორე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდგომ ნიგერიელმა შემტევმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“სპალეტი არის ის სპეციალისტი, რომელიც საკუთარი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ახლა მისი კიდევ უფრო კარგად მესმის, მოტივაციას მაძლევს და ვიცი, რომ მოედანზე ყვირილით ჩემს გამოსწორებას ცდილობს. სასიამოვნოა, რომ ჩემ მიმართ ასეთი ნდობა აქვს და იმედი მაქვს, მოედანზე ბოლომდე დახარჯვით ამას დავუფასებ.

ვარ თუ არა ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი? ცხადია, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, თუმცა ჰალანდიც დიდებულად თამაშობს… იმედია, ასე გავაგრძელებ და სეზონის ბოლოს სიხარულის მიზეზი გვექნება.

რა მომწერა დროგბამ? მისი შეტყობინება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო და ეს დამატებითი მოტივაციაა. ის ჩემი ბავშვობის კერპია.”

ვიქტორ ოსიმენი ამჟამად იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და 19 გოლი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.