სპალეტი: “თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ…”

სპალეტი: “თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ…”
22-02-2023, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის მოგების შემდგომ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე ისაუბრა:

“თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ძალიან მომეწონა ბიჭების დამოკიდებულება, მატჩი, რომელიც მათ ითამაშეს. დაძაბული დასაწყისის შემდეგ თამაში იმ მიმართულებით წავიდა, როგორც გვინდოდა.

მეოთხედფინალში გასვლის საკითხი გადაწყვეტილი საერთოდ არ არის, კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. საერთაშორისო დონეზე ერთი ეპიზოდიც საკმარისია მატჩზე გავლენის მოსახდენად. ყურადღებით და თავმდაბლობით თამაში დაგვჭირდება.”

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ნეაპოლში 15 მარტს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი