როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გულშემატკივრებმა ძალიან მალე შეიყვარეს.
"ლივერპულთან" გამართულ მატჩში ახალგაზრდა გულშემატკივარმა პლაკატი წარადგინა წარწერით:
"ხვიჩა მაისური მაჩუქე. შენ ჩემი კერპი ხარ. Forza kvara"
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გულშემატკივარს ოცნება აუსრულა და თავისი მაისური აჩუქა, რაც ძალიან დასაფასებელი ჟესტია.
ხვიჩა კარგი თამაშის გარდა თავისი თავმდაბლობით და ბრწყინვალე ადამიანობით იტალიელ გულშემატკივრებს აოცებს.
ვიდეო: Geo Team