ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ პატარა გულშემატკივარს სიურპრიზი მოუწყო. მან პატარა გიგას ბურთი და საკუთარი მაისური გამოუგზავნა.
კვარაცხელიამ გიგას თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილი სურვილები აუსრულა.
"გამარჯობა თოვლის პაპა. მე მინდა ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა, ბურთი და ახალი შარვალი. თუ შეძლებ ახალი ბოტასებიც. მადლობა თოვლის პაპა, გელოდები, მიყვარხარ"- წერდა გიგა.