ესპანურმა მურისამ ქართველი კალათბურთელი სანდრო ანდრონიკაშვილი ოფიციალურად წარადგინა. მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა გუნდთან კონტრაქტი 2 დღის წინ წარადგინა და ლიგა ენდესაში სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. პირველად ემოციაზე და სხვა დეტალებზე რატიმ პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
"შემიძლია გუნდს ენერგია შევმატო როგორც მოედანზე, ასევე – მის გარეთ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს, ვითამაშო დაცვაში, წავიდე შეტევაში, დავკავდე პრესინგით. ძალიან მიხარია, რომ თად მაკფადენთან ერთად ვითამაშებ. ის ჩემი მეგობარია და შემთხვევითი არაა, რომ ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუკი სადებიუტო მატჩს ვიტორიაში ჩავატარებ. მთელი კარიერა მინდოდა ლიგა ენდესაში თამაში და თუ ეს ბასკონიას ბუესა არენაზე მოხდება, ნამდვილად გამიხარდება."