გუარდიოლა: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი დაგვაკლდა” » სპორტის ხაზი

გუარდიოლა: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი დაგვაკლდა”

გუარდიოლა: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი დაგვაკლდა”
19-02-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში “მანჩესტერ სიტი” “ნოტინგემს” ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ბერნარდო სილვამ 41-ე წუთზე გახსნა ანგარიში. დედაქალაქელებს სამი ქულა 84-ე წუთზე კრის ვუდმა წაართვა. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მატჩის შემდგომ პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ თამაშით კმაყოფილი დარჩა:

“ძალიან კარგი თამაში იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, სრულყოფილად ვითამაშეთ და კარგი შანსებიც გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, აქ გოლი უნდა გაიტანო. ვულოცავ ნოტინგემს ქულის მოპოვებას. გაშვებული გოლის მომენტში თავი უკეთ უნდა დაგვეცვა.”

მომდევნო შეხვედრას “სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგის წინააღმდეგ გამართავს, შიდა ჩემპიონატში კი “ბორნმუთს” ესტუმრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი