"კვარას მყიდველს რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს" | ვლადიმერ დვალიშვილი » სპორტის ხაზი

"კვარას მყიდველს რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს" | ვლადიმერ დვალიშვილი

"კვარას მყიდველს რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს" | ვლადიმერ დვალიშვილი
19-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და დინამო ბათუმის ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის ნეაპოლურ გუნდში ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, ტრანსფერის დროს სხვა კლუბების ინტერესის შესახებაც გავიგეთ, ეს თავად მამუკა ჯუღელმაც იცოდა, თუმცა წყალგამყოფი თავად ხვიჩას სურვილი გახდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ნაპოლიში თამაში უნდოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან თავისი კარიერისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთა. ამჟამად, ხვიჩა სწორ კლუბში, სწორ ადგილას სწორ მწვრთნელთან მუშაობს."

"სხვა კლუბები ძალიან ბევრს ყოყმანობდნენ და ამბობდნენ, რომ კვარა ამას ვერ იზამდა, ისინი ამას ვერ გააკეთებდნენ, მოკლედ, ნაპოლიმ ბევრი არ იფიქრა და როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მოიქცა. რა ღირს კვარა დღეს? - ძალიან ბევრი, ამის წარმოდგენა ჩემთვის ძალიან რთულია."

"საერთოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვისაც კვარას ყიდვა მოუნდება, მას რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს. სხვა მხრივ, დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას არავის არ დაუთმობს."
- თქვა ვლადიმერ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეგიდით გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება (21 თებერვალი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი