"ამ სი*ობებზე ნუ მელაპარაკებით" | რამ გააღიზიანა მასიმილიანო ალეგრი? » სპორტის ხაზი

"ამ სი*ობებზე ნუ მელაპარაკებით" | რამ გააღიზიანა მასიმილიანო ალეგრი?

"ამ სი*ობებზე ნუ მელაპარაკებით" | რამ გააღიზიანა მასიმილიანო ალეგრი?
18-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ტურინის იუვენტუსმა ფრანგულ ნანტს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ცხადია, ფავორიტის სტატუსის ვერ გამართლების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის Sky-ის ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს, მათზე კი ალეგრის აგრესიული პასუხი ჰქონდა:

"საერთოდაც არ მსურს, რომ იუვენტუსი მხოლოდ მინიმალური სხვაობით (1-0) იგებდეს ხოლმე, ამ სი*ობებზე ნუ მელაპარაკებით, უკვე ძალიან დამღალეთ. ახლა ყველა საუბრობს, რომ ჩემი გუნდები მხოლოდ სახელით იმარჯვებენ. იცით რა, მიდით და გადახედეთ ჩემს ისტორიას, დაიწყეთ მილანიდან და იუვენტუსით დაასრულეთ. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, ნახავთ, რომ ჩემი გუნდები სეზონში 70-80 გოლს იტანენ, რის გამოც შეუძლებელია, რომ 1-0 გამარჯვება მსურდეს. თქვენ სიტუაციას აბსტრაქტულად აფასებთ, მე კი ამას მეტი კონკრეტიკით ვაკეთებ."

"ვწუხვართ, რომ დღევანდელ საღამოს გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, ეს მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ასეთ სისულელეებზე ნუღა მალაპარაკებთ, რამე საინტერესო თემა შეარჩიეთ."
- თქვა მასიმილიანო ალეგრიმ

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრას 23 თებერვალს, 21:45-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი