ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) შეხვედრა შეაფასა და "ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა:
"90 წუთის მანძილზე "ნაპოლი" დომინირებდა, "იუვენტუსმა" შანსი სულ ორჯერ მიიღო, ერთ ეპიზოდში რაჰმანი შეცდა.
"ბიანკონერი" კარგ ფორმაში საერთოდ არ იყო, უბრალოდ მათ დაბალი კლასის გუნდები - "ლეჩე", "უდინეზე" და "კრემონეზე" დაამარცხეს.
გალეონეს ვუსმენდი, როდესაც მან თქვა, რომ ალეგრიმ უარი ისეთ კლუბებს უთხრა, როგორებიც : "ჩელსი", "რეალი" და სხვა გრანდები არიან. ვფიქრობ, ეს სიცრუეა.
სპალეტი ალეგრისთან შედარებით ნაკლებად ტიტულოვანი სპეციალისტია, თუმცა ლუჩანო გენიოსია, მასიმილიანო კი სულელი.”