ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს საფეხბურთო კარიერის დამთავრება ურჩია.
"თუ არ შეგიძლია დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა, სჯობს შეჩერდე. ეს ყოველი სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი ფაქტია.
რონალდო ნამდვილი ფენომენია, დიდებული სპორტსმენი უდიდესი ჯილდოებით, თუმცა დროა შეჩერდეს!
"მანჩესტერ იუნაიტედში" ის უკვე სათადარიგო სკამზეა", - განუცხადა კასანომ A Bola-ს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კასანომ 37 წლის ფეხბურთელს საჯაროდ დასცინა და ის ტოტო კუტუნიოს შეადარა.