"ნაპოლის ბურთი ექნება, თუმცა ვიცით როგორ შევინარჩუნოთ მოედანი" | კრემონეზეს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ბურთი ექნება, თუმცა ვიცით როგორ შევინარჩუნოთ მოედანი" | კრემონეზეს მწვრთნელი

"ნაპოლის ბურთი ექნება, თუმცა ვიცით როგორ შევინარჩუნოთ მოედანი" | კრემონეზეს მწვრთნელი
12-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:45-ზე იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ნაპოლი და კრემონეზე დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა სტუმართა გუნდის დამრიგებელმა, 59 წლის დავიდე ბალარდინიმ, რომელმაც ბევრი საკითხი მიმოიხილა:

კრემონეზე მთელი კვირა დატვირთულად ვარჯიშობდა, როგორ კონდიციებში იმყოფება გუნდი?

"ასეთი გრაფიკით პირველად ვივარჯიშეთ. სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო ვერ გამოვიძახეთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკმაოდ კარგი კვირა იყო."

როგორია გუნდის მენტალური მდგომარეობა ლეჩესთან წაგების შემდეგ?

"ცხადია, მათთან წაგება ძალიან განვიცადეთ, თუმცა ბიჭების რეაქცია მომეწონა, რადგან მათში დიდი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა დავინახე. მათ გააჩნიათ დიდი სურვილი, რომ განვითარდნენ და უკეთესები გახდნენ. სიმართლე გითხრათ, კრემონეზეს სათამაშო გრაფიკი დიდ გუნდებს რომ გამოეცადათ, ამაზე დღეების განმავლობაში ილაპარაკებდნენ."

რას იტყვით იმაზე, რომ თქვენსა და ნაპოლის შორის სხვაობა 40 ქულაა?

"მათ თასზე უკვე ვეთამაშეთ და კარგად გამოჩნდა, რომ ნაპოლი საკმაოდ მრავალმხრივი, მრავალელემენტიანი გუნდია. შესაძლოა, მაშინ სპალეტის ძირითადი შემადგენლობა არ ჰყავდა დაყენებული, თუმცა მოგება მათაც ჩვენსავით სურდათ. ნეაპოლურ გუნდთან შეხვედრა ჩვენთვის საუკეთესო გამოცდა იქნება და ვეცდებით, რომ მას იდეალურად გავუმკლავდეთ."

რას წარმოადგენს კრემონეზეს რეალური ძალა?

"ჩვენი რეალური სახე ღრმა პიროვნულობასა და კარგ სათამაშო ხარისხს ნიშნავს, რაც ბევრ იტალიურ გუნდს არ გააჩნია. მართალია, რომ დიდ გუნდებს (ნაპოლი) ბურთი უფრო ხშირად უჭირავთ, თუმცა ჩვენი რეალური ძალების დემონსტირება სწორედ მათ წინააღმდეგ გვსურს. სინამდვილეში, ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ ვაკონტროლოთ მთელი მოედანი და ავითვისოთ ჩვენთვის სასურველი სივრცეები." - დავიდე ბალარდინი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი