"აი, ამიტომ დაბლოკა ინტერმა ხვიჩას ტრანსფერი" | იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"აი, ამიტომ დაბლოკა ინტერმა ხვიჩას ტრანსფერი" | იტალიელი ჟურნალისტი

"აი, ამიტომ დაბლოკა ინტერმა ხვიჩას ტრანსფერი" | იტალიელი ჟურნალისტი
13-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

უკვე მერამდენე გუნდის შესახებ ვიგებთ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ბათუმის დინამოდანვე სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რადიკალური ნაბიჯი არ გადადგა.

სწორედ ამ თემას განავრცობს საკმაოდ გამოცდილი იტალიელი ჟურნალისტი, ბრუნო ლონგი, რომელმაც Radio Sportiva-ს ეთერში იმ ფაქტორზე ისაუბრა, რამაც ინტერისა და ქართველი ფეხბურთელის პოტენციური თანამშრომლობა ჩაშალა:

"დიახ, სხვა ყველა გუნდის პარალელურად, კვარაცხელია ინტერთანაც იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ქართველის ტრანსფერი დაბლოკეს. რა გახდა ამის მიზეზი? - ის, რომ ხვიჩა ნერაძურის სათამაშო სქემასა და ტაქტიკას (3-5-2) ვერ მოერგებოდა."

"ცხადია, როცა დრო გავა და შედეგებს მკაფიოდ ხედავ, შემდეგ იოლია დასკვნების გამოტანა, თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ სატრანსფერო არჩევანი ყოველთვის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარეობს ხოლმე."
- ბრუნო ლონგი

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავენ, მეტოქე კი სასუოლო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი