"მე რეალის მწვრთნელი ვარ", - ანჩელოტის კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობაზე » სპორტის ხაზი

"მე რეალის მწვრთნელი ვარ", - ანჩელოტის კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობაზე

"მე რეალის მწვრთნელი ვარ", - ანჩელოტის კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობაზე
11-02-2023, 15:53
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოური მედია ირწმუნებოდა, რომ მადრიდის რეალის ამჟამინდელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სამხრეთ ამერიკული გუნდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა.

ყოველივე ეს კი პრესკონფერენციაზე ჯერ თავად კარლო ანჩელოტიმ, შემდგომ კი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო:

"ამის შესახება არაფერი ვიცი. რა დაწერეს ბრაზილიაში არ ვიცი, მაგრამ მე რეალის მწვრთნელი ვარ და მათთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე მაკავშირებს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მოგვიანებით, განცხადება ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამაც გააკეთა:

"ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, რომ პარასკევს მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მადრიდის რეალის თავკაცი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელია, უსაფუძვლოა."

ცნობისთვის, მე-20 ტურის შემდეგ ანჩელოტის რეალი ლა ლიგაში 45 ქულით მეორე ადგილზეა და მთავარ კონკურენტ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი