"საჯარიმოში მშვენიერია, მისგან ბევრს ველით" | კარლსრუეს მწვრთნელი ზივზივაძეზე » სპორტის ხაზი

"საჯარიმოში მშვენიერია, მისგან ბევრს ველით" | კარლსრუეს მწვრთნელი ზივზივაძეზე

"საჯარიმოში მშვენიერია, მისგან ბევრს ველით" | კარლსრუეს მწვრთნელი ზივზივაძეზე
10-02-2023, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, 28 წლის ბუდუ ზივზივაძე უნგრული ფეჰერვარიდან გერმანულ კარლსრუეში 800 000 ევროდ გადაბარგდა, რომელთანაც ბუდუმ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძეს დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია და დიდი ალბათობით, ის ბუნდესლიგა 2-ის მომდევნო ტურში უნდა გაიმართოს, რომელიც კარლსრუეს ფიურტთან ელის.

ამავე მატჩის პრესკონფერენციაზე კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძეზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ხვალისთვის შესატევად რამდენიმე ვარიანტს ვამზადებთ და შესაძლოა, რომ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი ბუდუ ზივზივაძე იყოს. მას სჭირდება, რომ გუნდთან ერთად კიდევ რამდენიმე კვირა გაატაროს, რათა აქაურ სიტუაციას ალღო უკეთ აუღოს. ცხადია, ეს ნორმალური პროცესია და მისი გავლა ყველა იმ ფეხბურთელს უწევს, რომლებიც ერთი ქვეყნის ჩემპიონატიდან მეორეში გადადიან. ჩვენ კარგად ვაკვირდებით ზივზივაძეს, ის საჯარიმოში მშვენივრად გამოიყურება და მიგვაჩნია, რომ ჩვენს დახმარებას აუცილებლად შეძლებს." - კარლსრუეს მთავარი მწვრთნელი

ცნობისთვის, ფიურტთან ჩანიშნული მატჩი დღეს, 21:30-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი